საფეხბურთო ლეგიონი | კიტეიშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „სანდერლენდი“ დაამარცხა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგის მერვე ტურში ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ „ლინცს“ ესტუმრა. გრაცელების ქართველი ლეგიონერი სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე გამოჩენიდან რამდენიმე წუთში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. კიტეიშვილმა „ლინცის“ კარი 58-ე წუთზე აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 გრაცის „შტურმის“ სასარგებლოდ.
ინგლისის ჩემპიონშიპის მეშვიდე ტურში კი „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „სანდერლენდს“ დაუპირისპირდა. ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. ჩაკვეტაძის გუნდმა „სანდერლენდის“ დამარცხება და ოთხმატჩიანი მოუგებელის სერიის შეწყვეტა მოახერხა – 2:1.