საფეხბურთო ლეგიონი - ფანცულაიამ გაიტანა, გიორბელიძემ ასისტი შეასრულა, ცხადაძის გუნდი ლიდერებშია [ვიდეო] #1TVSPORT
ზურაბ თევზაძის და გიორგი ფანცულაიას „ჟენისმა“ ყაზახეთის ჩემპიონატში თორნიკე მოსიაშვილი „ტობოლი“ 2:1 დაამარცხა. ერთ-ერთი გოლი ფანცულაიამ 44-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც სეზონში ანგარშზე მე-2 გოლი ჩაიწერა.
30 წლის თავდამსხმელმა ჯერ (23-ე წუთზე) ყვითელი ბარათი მიიღო, 44-ე წუთზე კი კარის წინ გაიხსნა და „ჟენისის“ შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მისმა თანაგუნდელმა თევზაძემ და „ტობოლში“ მოსიაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, გიორგი კი 71-ე წუთზე შეცვალეს.
აზერბაიჯანის I ლიგაში წარმატებით თამაშობს კახა ცხადაძის გაწვრთნილი „გაბალა“, რომელიც ამჯერად გასვლაზე „ბაქუ სპორტინგს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. ქართველი სპეციალისტის გუნდს 4 ტურის შემდეგ ჯერ გოლი არ გაუშვია, 3 მოგებითა და ერთი ფრით დაუმარცხებელია და 10 ქულით მხოლოდ „ქარავანს“ ჩამორჩება.
თურქეთის I ლიგაში კი თავი გურამ გიორბელიძემ გამოიჩინა. „ერზურუმსფორმა“ „ბოლუსფორი“ 1:0 საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი აქტიურობით დაამარცხა. გიორბელიძემ შეუცვლელად ითამაშა, ერთადერთი გოლი მისი პასით გავიდა და მაღალი შეფასება (7,7 ქულა) მიიღო.