საფეხბურთო ლეგიონი | ჩაკვეტაძე მოედანს დაუბრუნდა - ქართველების „სლოვანმა“ 6:0 მოიგო #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე მცირე ტრავმის და ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა „უოტფორდს“, რომელიც ჩემპიონშიფის ერთ-ერთ ლიდერს, „საუთჰემპტონს“ შეხვდა და ქულა მოიპოვა 1:1.
გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა. „უოტფორდმა“ თამაში 90+6-ე წუთზე რის ჰელის გოლით გადაარჩინა. ქართველის გუნდი 20 ტურის შემდეგ 28 ქულით მეათე ადგილზეა და პრემიერლიგის პლეი ოფის ნახევარფინალის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, „პოდბრეზოვას“ ესტუმრა და 6:0 გაანადგურა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ (ყვითელი ბარათი მიიღო) შეუცვლელად ითამაშეს. საქართველკოს ნაკრების კაპიტანმა საკამოდ მაღალი შეფასება, 7,8 ქულა დაიმსახურა. ბრატისლავის „სლოვანი“ 42 ქულით ლიდერია.
ივა გელაშვილს არ უთამაშია „სპეციაში“, რომელიც იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში გასვლაზე „ასკოლის“ დაუპირისპირდა. ქართელი მცველის გუნდმა სეზონში მეორე თამაში მოიგო და 13 ქულით მე-16 ადგილზე დაწინაურდა, რაც კლუბისთვის დიდი შვებაა.