საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ოთხი ახალი ფეხბურთელი წარადგინა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ოთხი ახალი ფეხბურთელი წარადგინა #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბმა „თელავმა“ ოთხი ფეხბურთელი დაიმატა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდში 29 წლის ნახევარმცველი ფირუზ მარაქველიძე ითამაშებს, რომლის ბოლო გუნდი აზერბაიჯანული „თურანი“ იყო. ის „თელავის“ რიგებში ექვსი წელი თამაშობდა და გუნდის შემადგენლობაში 100-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

„თელავის“ პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ლიგის მეორე წრეში გუნდში ასევე ითამაშებს სიმაო ჯუნიორი, რომელიც გვინეა-ბისაუდანაა. 25 წლის მცველი ბოლოს ლარნაკას „ოლიმპიაკოსში“ გამოდიოდა.

ამპლუით ნახევარმცველია 23 წლის ეკვადორელი მატეო ფერნანდესი. მასთან ერთად, „თელავის“ ღირსებას ასევე დაიცავს მიხაილ სტრელნიკი, რომელიც ბოლოს სომხეთში, „ვესტ არმენიაში“ თამაშობდა.

კლუბის ცნობით, „თელავი“ უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე ტრანსფერის შესახებ გამოაცხადებს.