საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ შეკრებები დაგეგმა
საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ შეკრებები დაგეგმა

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი „ბენდელას“ სტადიონზე შეიკრიბა და ივარჯიშა.

„საბურთალომ“ შეკრებები უკვე დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ თბილისური გუნდი თურქეთის ქალაქ სიდეში ორ მოსამზადებელ ციკლს გაივლის. პირველ შეკრებაზე გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ გაწვრთნილები 17-30 იანვრის ჩათვლით მოემზადებიან.

თბილისელებმა უკვე ორი ამხანაგური შეხვედრა დაგეგმეს. პლოვდივის „ბოტევთან”, რუმინეთის „კონკორდიასთან”, ხოლო მესამე მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მეორე შეკრებას, 3-18 თებერვლის ჩათვლით კლუბი კვლავ სიდეში გაემგზავრება და “სასტუმრო “სენსეში” დაბინავდება. თბილისელები მეორე შეკრებაზე ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავენ.