საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, 20 იანვრიდან კი თბილისის ზღავზე მდებარე ”ზესტაფონის” ბაზაზე ვარჯიშობდნენ.
30 იანვარს, გამთენიისას “რუსთავი” თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, საკურორტო ქალაქ სიდეში დაბინავდება და იქვე ამხანაგური შეხვედებს გამართავს.
როგორც იქნა, ცნობილი გახდა შეკრებაზე წამსვლელ ფეხბურთელთა სია:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, კოკა სეფიაშვილი, სოსო ქარდავა
მცველები: ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია, მამუკა კობახიძე, ლევან გეგეჭკორი, ავთანდილ ენდელაძე, ავთანდილ ბრაჭული, თორნიკე კირკიტაძე, ალბერტ ცხოვრებოვი
ნახევარმცველები: ავთანდილ გუჯაბიძე, დათა სიჭინავა, ლუკა სილაგაძე, პაპუნა ფონიავა, გიორგი პაპავა, მიხაილ გორელიშვილი, ირაკლი კლიმიაშვილი, მათე კვირკვია, ლუკა ზვიადაძე
თავდამსხმელები: ბაჩანა ცხადაძე, ოთარ მარცვალაძე, რევაზ ბარაბაძე, ბექა მიქელთაძე, ზაზა ციცქიშვილი, ბექა ქავთარაძე.
”რუსთავის” ცვლილებებზე ბევრი რამ იყო ცნობილი. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იური გაზაევმა ვლადიკავკაზიდან ”ალანიას” გაზრდილი ალბერტ ცხოვრებოვი ჩამოიყვანა, რომელიც 2015 წელს ქობულეთის ”შუქურაში” თამაშობდა, ბოლოს კი კრასნოიარსკსი ”ენისეიში” გამოდიოდა.
საინტერესოა, რომ გასული წლის შემადგენლობიდან ”რუსთავში” მხოლოდ 4 ფეხბურთელი დარჩა – ავთანდილ ბრაჭული, თორნიკე კირკიტაძე, ავთანდილ გუჯაბიძე და დათა სიჭინავა. ყველა დანარჩენი ახალწვეულია.