საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ ახალი დირექტორები დანიშნეს #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ ახალი დირექტორები დანიშნეს #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები მოხდა, – საქართველოს თასის მფლობელ კლუბში ახალი სპორტული და აღმასრულებელი დირექტორები დანიშნეს.

გუნდის სპორტულ განყოფილებას სოსო ჭიკაიძე უხელმძღვანელებს – ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, კარიერის შემდეგ კი დუშეთის „არაგვის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება აღმასრულებელ დირექტორს, ამ პოსტს ვიკა დურგლიშვილი დაიკავებს. ის გუნდში 10 წელია მუშაობს და ფინანსური მენეჯერი იყო, ამიერიდან კი სხვა როლში იმუშავებს.

ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ „გაგრა“ 50 ქულით მეორე ადგილზეა. თუმცა, ლიდერს, ბოლნისის „სიონს“ ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დაამარცხა.