საფეხბურთო ღია კარის დღე

17:32, 26.10.2019
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საფეხბურთო ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიება 15 წლამდელი გოგონებისთვის ჩატარდა, რომლებიც სხვადასხვა საფეხბურთო აქტივობებში მონაწილეობდნენ.
 
ღონისძება მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. გოგონათა სხვადასხვა სახის ვარჯიშებს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა, სფფ-ს წარმომადგენლები და ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ნინო პასიკაშვილი და ნინო სუთიძე უტარებდნენ.
ვარჯიშების გარდა, საფეხბურთო ღია კარის დღეზე მიწვეული იყო ფიტნეს ინსტრუქტორი ნინო გოგუაძე, რომელიც გოგონებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, სწორი კვებისა და ვარჯიშის შესახებ ესაუბრა.

მსგავსი