საფეხბურთო ანალიტიკური ვეგბვერდების ერთსულოვანი შეფასებით, კვარაცხელია „ნაპოლი“-„უდინეზეს“ მატჩის საუკეთესო მოთამაშეა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A -ში დიდი ხნის პაუზის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და „უდინეზესთან“ „ნაპოლის“ 4:1 მოგებაში მთავარი როლი ითამაშა. შედეგად, წამყვანმა საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

flashscore-მა ნეაპოლელთა ქართველ თავდამსხმელს 9,2 ქულა დაუწერა, sofascore-მა – 9,3 ქულა, ხოლო კიდევ ერთმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში ფაქტობრივად 100-პროცენტიანი ქულით შეაფასა – 9,7. სამივე ვებგვერდმა ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლი“-„უდინეზეს“ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლიდან სამი უშუალოდ მისი მონაწილეობით გავიდა. მე-16 წუთზე ხვიჩამ პენალტი მოიპოვა, რომელიც პიოტრ ზელინსკიმ გამოიყენა და „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ორჯერ ბურთი ძელს მოარტყა და ამის შემდეგ ეფექტური გოლი გაიტანა. მცველს ბურთი წაართვა, მეკარეს თავზე გადაუგდო და ზუსტად დაარტყა. ეს 19 მარტის შემდეგ ქართველი ფეხბურთელის პირველი გოლი იყო. 82-ე წუთზე კი ხვიჩამ საგოლე გადაცემაც შეასრულა და ლოგიკურია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.