საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი – მე „ლოკომოტივი“ „ბენფიკას“ მირჩევნია
„ბიზნეს-ონლაინთან“ ინტერვიუში საფეხბურო აგენტმა მამუკა ჯუღელმა არ დამალა, რომ ფეხბურთელებს ევროპის ნაცვლად რუსეთში თამაშს ურჩევს.
„დავითაშვილით „გენტი“ და გერმანული კლუბები დაინტერესდნენ. მაგრამ ვურჩიე, ჩემთან თანამშრომლობა თუ გინდა, გერმანიაში ნუ წახვალ. სათამაშოდ რუსეთში წავალთ-მეთქი. რუსული ფეხბურთი ძალიან მომწონს. 17 წლის ხვიჩა კვარაცხელია ლისაბონის „ბენფიკაში“ უნდა წასულიყო, ექვსი თვის განმავლობაში არ ითამაშებდა, რადგან 18 წლის არ იყო. „ბენფიკა“ მზად იყო, კვარაცხელიაში თანხა გადაეხადა. მე მაშინვე ვთქვი: ”არა, ის წავა „ლოკომოტივში”. გაუკვირდათ, რანაირად, ეს ხომ „ბენფიკაა!“. ჩემთვის „ლოკომოტივი“ უფრო ძლიერი კლუბია. ხვიჩის და ზურიკოს ახლა უყურებენ „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთი უეფას საკლუბო რეიტინგში მეექვსე ადგილზეა და უფრო მაღლაც იყო. აქ სერიოზული მოთამაშეებია ჩამოდიან“ – ამბობს ჯუღელი.
მისი თქმით, ევროპაში თამაში საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც იუარეს: „კვერკელიამ „ლესტერზე“ უარი თქვა, მას სურდა რუსეთის ჩემპიონი გამხდარიყო. მათ ათი მილიონი ევრო შესთავაზეს და „ლოკომოტივში“ ოფიციალური წერილი გააგზავნეს. ის 27 წლისაა და სჯერა, რომ კარგი შეთავაზებები კიდევ ექნება. კიდევ ერთ უმაღლესი კლასის მოთამაშეს ვიცნობ, რომელიც მზადაა, რუსეთში დარჩეს – ის გია გრიგალავაა, რომელიც ძალიან სერიოზული მცველია. ჰკითხეთ მას და გეტყვით, რომ ევროპას ტულის „არსენალი” ურჩევნია და ევროპულ ვარიანტებს არც განიხილავს. 3-4 თვის წინ ორი შეთავაზება მიიღო, ერთი ბელგიიდან, მეორე საბერძნეთის საუკეთესო კლუბიდან. გიამ თქვა, რომ იქ თავს კომფორტულად ვერ იგრძნობდა“.
ჯუღელის თქმით, საქართველოში ნიჭიერი მოთამაშეების თაობები იზრდება: „ქართველებს ახლა პროფესიონალებად ზრდიან. ამაზე მუშაობენ. ესპანელები ავარჯიშობენ დინამოს, საბურთალოსა და ლოკომოტივს. ბავშვები ცხოვრობენ და სწავლობენ ევროპულ გარემოში. თუ 18 წლის ბიჭი მიიღებს ყვითელ ბარათს, დროს მსაჯთან კამათში არ ხარჯავს. მათ აქვთ ევროპული მენტალიტეტი: მათ ბავშვობიდანვე ასწავლეს ტაქტიკა, ისინი ფოკუსირებულები არიან ვარჯიშზე. ჩვენი 16-დან 21 წლამდელთა ნაკრებები ევროპაში კარგად თამაშობენ. 9 ოქტომბერს, კვარაცხელიასა და დავითაშვილთა თაობის საქართველოს ეროვნული გუნდი უნგრეთში ითამაშებს. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. მაგალითად, პრაღის „სპარტას“ 19 წლამდელთა გუნდში 18 წლის ივა გელაშვილი თამაშობს. ის 18 წლისაა, გუნდის კაპიტანია, სიმაღლით 189, გიჟური სიჩქარე გააჩნია, სერიოზული ბიჭი და სპორტსმენია. მიმაჩნია, რომ ის ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი. მე მყავს „რუსთავის“ მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, რომელიც კეტაშვილის სტილში თამაშობს. ის 17 წლისაა, სექტემბერში 18 წლის გახდება. მას რუსეთში მალე ნახავთ“.