საფეხბურთო აგენტი ლილუაშვილი ადასტურებს - გაგნიძემ და წულუკიძემ „ურალი“ დატოვეს #1TVSPORT
ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ ეკატერინბურგის „ურალი“ დატოვეს – ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე სიახლე საქართველოს პირველ არხთან მათმა მენეჯერმა ირაკლი ლილუაშვილმა დაადასტურა.
„ფიფა-ს წესებით, ორივეს შეეძლო წასვლა და ვითარებიდან გამომდინარე, ასე გადაწყდა. ორივე მოდის და 30 ივნისამდე ახალ გუნდში შუეძლიათ ჩარიცხვა. მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ირაკლი ლილუაშვილმა.
ქართველი მოთამაშეების მენეჯერმა ჯერ არ იცის, ფეხბურთელები კარიერას სად გააგრძელებენ.
„შევეცდებით, ორივეს ევროპული გზა გავუხსნათ და მერე არ ვიცით, ფიფა რას გადაწყვეტს. ლუკა წულუკიძე რუსეთში სულ რაღაც დღეების ჩასული იყო, მაგრამ წამოსვლა მოუხდა. ახლა ასე გადაწყდა, ამ ვითარებაში ასე სჯობდა“, – ამბობს ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ ნება დართო რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში მოთამაშე ლეგიონერებს და მწვრთნელებს, კლუბებთან ორმხრივი შეთანხმების არ არსებობის მიუხედავად, 10 მარტის შემდეგ ახალი კლუბები მოძებნონ, არსებული ხელშეკრულებები კი გაბათილდება.