საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა რუსეთი უარით გაისტუმრა - უეფა-ს ტურნირებზე რუსული გუნდები და ნაკრებები არ დააბრუნეს #1TVSPORT
საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა რუსეთი უარით გაისტუმრა - უეფა-ს ტურნირებზე რუსული გუნდები და ნაკრებები არ დააბრუნეს #1TVSPORT

ლოზანის საერთაშორისო სპორტულმა არბიტრაჟმა (CAS) უარი თქვა რუსეთის საფეხბურთო კავშირის მოთხოვნაზე, შეეჩერებინა აკრძალვა რუსული საფეხბურთო კლუბებისა და გუნდების უეფა-ს ტურნირებში მონაწილეობის შესახებ.

„სადავო გადაწყვეტილება ძალაში რჩება – ყველა რუსულ გუნდს და კლუბს შეუჩერდა უეფა-ს შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება. CAS-ის საარბიტრაჟო განხილვა გრძელდება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ დაჩქარებულ პროცედურაზე, მოსმენა ჯერ არ არის დანიშნული“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლოზანის საერთაშორისო სპორტული არბიტრაჟის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ და უეფა-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსულ გუნდებსა და კლუბებს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუჩერდათ. რუსეთის ფეხბურთის კავშირმა გადაწყვეტილება ლოზანის საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში გააპროტესტა. ცნობილი გახდა, რომ უეფა-მ და ფიფა-მ უარყვეს რუსების წინადადება, რომ ლოზანის არბიტრაჟში საქმის განხილვა დაჩქარებული პროცედურით წარმართულიყო.