საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს თამაშებზე რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობისადმი მხარდასაჭერი აქციები აკრძალა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა აუკრძალა სპორტსმენებს ტოკიოს ოლიმპიადის დროს ცალ მუხლზე დაჩოქება ან მუშტის მაღლა აწევა მოძრაობა Black Lives Matter-ის მოძრაობისადმი სოლიდარობის მიზნით, – დაწერა სააგენტო „როიტერმა“.
თამაშების დროს პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი პროპაგანდის აკრძალვა ოლიმპიურ ქარტიაშია ჩაწერილი. ბოლო თვეებში Black Lives Matter-ის მომხრეები ამ პუნქტის გადახედვის მოთხოვნით გამოვიდნენ, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა პუნქტი ძალაში დატოვა.
როგორც ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარემ კირსტი ქოვენთრიმ განაცხადა, 3500 სპორტსმენის გამოკითხვის შემდეგ, 70 პროცენტი ტურნირების, აგრეთვე გახსნის ან დახურვის ცერემონიის დროს საკუთარი შეხედულებების გამოხატვის წინააღმდეგია.
რესპოდენტთა 67 პროცენტი დაჯილდოვების ცერემონიის დროს ჟესტების წინააღმდეგია. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ყველა გააფრთხილა სანქციების შესახებ მათ მიმართ, ვინც საჯაროდ გამოხატავს სოლიდარობას Black Lives Matter-ის მოძრაობის მიმართ, ამასთან, არ დაუზუსტებია, რა სახის სასჯელზეა ლაპარაკი.