საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მენი პაკიაო პარიზის ოლიმპიადაზე არ დაუშვა #1TVSPORT
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო მონაწილეობას ვერ მიიღებს პარიზის ზაფხულის თამაშებში, – ეს ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გაავრცელა.
უფრო ადრე ფილიპინების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გააგზავნა წერილი 44 წლის მოკრივის პარიზის ოლიმპიადაზე დაშვების თხოვნით. ოლიმპიური თამაშები 2024 წელს 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.
„კრივის საერთაშორისო ფედერაციის წესის თანახმად, ოლიმპიადის მონაწილეებზე დაწესებულია 40-წლიანი ასაკობრივი ცენზი, რომელიც შენარჩუნებულია პარიზის ოლიმპიადისთვის“, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.
მენი პაკიაოს ანგარიშზე პროფესიულ კრივში 62 მოგება (39 – ნოკაუტით), 8 წაგება და 2 ფრეა.