საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ბელარუსი ჩინოსნები ოლიმპიურ თამაშებს ჩამოაშორა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) დროებით ჩამოაშორა ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები სოკ-ის ღონისძიებებს, მათ შორის, ოლიმპიურ თამაშებს.
ბელარუსის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს სანქციები ბელარუსი სპორტსმენების დისკრიმინაციის გამო მიიღო. მათ საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროებენ, ეს კი ოლიმპიური ქარტიის დარღვევად მიიჩნევა.
„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმ აზრამდე მივიდა, რომ ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი არ იცავს თავის სპორტსმენებს პოლიტიკური შეხედულებების გამო, რაც ოლიმპიური ქარტიის დარღვევაა. ამ მიზეზით, სოკ-მა შემდეგი დროებითი ზომები მიიღო:
პირველი – გარიცხა ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრები სოკ-ის ყველა ღონისძიებიდან, მათ შორის, ოლიმპიური თამაშებიდან. ეს ეხება ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვიქტორ ლუკაშენკოს, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტია და პასუხისმგებელია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოველდღიურ მმართველობაზე.
მეორე – შეჩერდეს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსირება. გამონაკლისია ის გადახდები, რომელიც ეხება 2020 და 2022 წლების ოლიმპიადებისთვის სპორტსმენების მზადებას.
მესამე – საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თხოვა ყველა საერთაშორისო ფედერაციას, რომ მათ გააკონტროლონ ბელარუსი სპორტსმენების დაშვება ყველა საკვალიფიკაცი ტურნირზე მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.
მეოთხე – შეწყდეს ყველა მოლაპარაკება, რომელიც ეხება ბელარუსში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ღონისძიებების გამართვას.
ოლიმპიური კომიტეტი გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას“, – განაცხადა სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.