საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობის დატოვების საკითხის განხილვა გადადო.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობის დატოვების საკითხის განხილვა გადადო.

ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენებში გახშირებული დადებითი დოპინგ-სინჯების გამო, რასაც არაერთი შედეგის გაუქმება მოჰყვა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ელოდებიან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული ყველა დოპინგ სინჯის შემოწმებას.

„ძალოსნობაში გადაიდგა დადებითი ნაბიჯები, მაგრამ 2024 წლის თამაშებზე სპორტის ამ სახეობის ყოფნა კვლავაც განხილვის საგნად რჩება“, – განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომუნიკაციათა დირექტორმა მარკ ადამსმა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები შეშფოთებას გამოთქვამენ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისიმ გაურკვეველი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მისცეს ასპარეზობის უფლების არმქონე მასპინძელ თურქმენ სპორტსმენებს.