საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ოფიციალური შეხვედრისას იაპონელებს ჩინელები უწოდა #1TVSPORT
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი „ტოკიო 2020“-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას მცირე სკანდალში გაეხვა. გერმანელ ფუნქციონერს იაპონელები ჩინელებში აერია.
„ჩვენი მიზანია უსაფრთხო თამაშების ჩატარება ყველასთვის – სპორტსმენებისთვის, დელეგაციების წევრებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ჩინელი ხალხისთვის… იაპონელი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა მან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე სეიკო ჰასიმოტოსთან შეხვედრაზე.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.