საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოში ოლიმპიადის მაყურებლებით ჩატარებას გეგმავს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ განიხილავს ერთ-ერთ ვარიანტად ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიადის მაყურებლების გარეშე ჩატარებას.
„ოლიმპიადა მაყურებლების გარეშე – ეს ის არის, რაც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა. არსებობს რამდენიმე სცენარი პრობლემის გადაწყვეტისთვის და იაპონიაში უსაფრთხო თამაშების ჩატარებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა – დავიცვათ ყველა დაინტერესებული მხარის ჯანრთელობა, აგრეთვე, ოლიმპიური სული“, – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
2020 წლის ოლიმპიადის ჩატარება ერთი წლით გადაიწია კორონავრუსის პანდემიის გამო. ტოკიოში თამაშები უნდა გაიმართოს 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე.