„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას ჭიდაობის ფედერაციით დაინტერესებას ურჩევს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას ჭიდაობის ფედერაციით დაინტერესებას ურჩევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პროკურატურას ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდების რეკომენდაციით მიმართავს.

„2019 წლის 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაზარალებულმა მოჭიდავემ, ზურაბ დათუნაშვილმა, უშუალოდ ინციდენტის გარდა, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემების არსებობაზე ისაუბრა. 25 იანვარს დათუნაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა პრესკონფერენციაზე ფედერაციაში პროტექციონიზმზე, ფინანსურ დარღვევებზე და მრავალათასიან პრემიებზე განაცხადეს“, – წერია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, იკვეთება კორუფციისა და თანხების არამიზნობრივი განკარგვის ნიშნები, რითაც, გარდა პროკურატურისა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროც უნდა დაინტერესდეს.