„ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ ზაფხულში გუნდის დატოვება გადაწყვიტა, – ამის შესახებ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
30 წლის სენეგალელის ახალი სავარაუდო სამუშაო ადგილი შეიძლება გახდეს „ბაიერნი“, მაგრამ ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს.
სადიო მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 51 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა.