„ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ, შესაძლოა, კარიერა გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელოს, – იტყობინება Sky Germany.
წყაროს ცნობით, სენეგალელის შეძენით „ბაიერნია“ დაინტერესებული. მანე ერთ-ერთი მთავარი მიზანია მიუნხენური კლუბისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას. კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი გასულ უქმეებზე მანეს აგენტს შეხვდა ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის განსახილველად.
მანე „ლივერპულში“ „საუთჰემპტონიდან“ 2016 წელს გადავიდა. 2021-22 წლების სეზონში სენეგალელმა 32 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.