სადიო მანე პრემიერლიგაში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელია
სადიო მანე პრემიერლიგაში აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელია

„ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ“ (PFA) აგვისტოში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად „ლივერპულის“ ფორვარდი სადიო მანე აღიარა. ამ ჯილდოსთვის სენეგალელის კონკურენტები იყვნენ სერხიო აგუერო, ბენჟამენ მენდი (ორივე – „მანჩესტერ სიტი“), ნილ ეტერიჯი („კარდიფი“), ლუკაშ მოურა („ტოტენჰემი“) და რობერტო პერეირა („უოტფორდი“).

სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის სასტარტო ოთხ ტურში ოთხი გოლი გაიტანა და „ლივერპულს“ ოთხი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ამ მომენტისთვის, იურგენ კლოპის გუნდი 12 ქულით პირველ ადგილზეა პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში.