საჩუქარი „რეალის“ დამარცხებისთვის - „შერიფის“ მეკარე საქართველოსთან მატჩისთვის მოემზადება #1TVSPORT
გეორგიოს ათანასისადისათვის ეს კვირა კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ტირასპოლის „შერიფის“ მეკარე მადრიდის „რეალთან“ შესანიშნავი თამაშის შემდეგ საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
ელინთა ეროვნული გუნდის მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა ვერ მიიწვია „პანათინაიკოსის“ მეკარე სოკრატის დიუდისი და ამიტომ მოწვევა ათანასიადისს გაუგზავნა. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურში საბერძნეთი საქართველოს 9 ოქტომბერს ბათუმს შეხვდება, სამი დღის შემდეგ კი – შვედეთს.
„შერიფმა“ ყველა გააოცა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მადრიდში „რეალი“ დაამარცხა (1:2). 28 წლის ათანასისადისი, რომელიც მოლდოვას ჩემპიონატში იჯარით ათენის აეკ–მა გაუშვა, ესპანელების მთავარი დაბრკოლება გახდა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მანამდე ბერძენმა მეკარემ კარი საიმედოდ დონეცკის „შახტართან“ (2:0) მოგებულ მატჩშიც დაიცვა.
„მატჩის შემდეგ ბედნიერებისგან ვტიროდი. „რეალის“ მეკარე ტობო კურტუას გასახდელში მაისური ვთხოვე. მან კი მითხრა, რომ ჩემი მაისური გამეცვალა“, – თქვა ათანასიადისმა ბერძნულ მედიაში გამარჯვების შემდეგ.
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ორ მატჩს გამართავს – 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთს მიიღებს, ხოლო 12 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი კოსოვოს ესტუმრება.