საჩოგბურთო სეზონში პაუზას აგვისტომდე გააგრძელებენ
საჩოგბურთო სეზონში პაუზას აგვისტომდე გააგრძელებენ

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) ტურნირების ჩატარებაზე პაუზის გაგრძელებას გეგმავს. კერძოდ, 15 მაისს, ATP აპირებს გამოაცხადოს, რომ ტურნირები აგვისტოს დასაწყისამდე არ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ეს პაუზა ოფიციალურად 13 ივლისამდეა ძალაში.

ასევე აღნიშნავენ, რომ ასოციაცია ჯერ არ განიხილავს სეზონის ვადაზე ადრე დასრულების ვარიანტს. ასე რომ, წლის ბოლოს ტურნირების ჩატარების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, ოღონდ მაყურებლების მაქსიმალურად შეზღუდული რაოდენობით.