საჩხერის „ჩიხურამ“ ბოსნიელი მეკარე შეინარჩუნა
საჩხერის „ჩიხურამ“ ბოსნიელი მეკარე შეინარჩუნა
„დინო ჰამზიჩი გორის „დილაში“ არ გადადის, ის კარიერას ისევ „ჩიხურაში“ გააგრძელებს“ – ეს საქართველოს პირველ არხთან საჩხერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ განაცხადა.
 
მან საკადრო საკითხებზე ილაპარაკა და გუნდში დარჩენილი მოთამაშეები დაასახელა. ბოსნიელი მეკარეც ამ კონტექსტში ახსენა.
„რამდენიმე ლიდერი შევინარჩუნეთ, რაც ძალიან მახარებს – კაშია, ლექვთაძე, დეკანოიძე, ჩიკვილაძე, კამლაძე. ასევე გადაწყვეტილია, რომ დინო ჰამზიჩიც დარჩება, რამაც ძალიან გამახარა. დინო გუნდისთვის დიდი ძალაა და მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ. გუნდის ხელმძღვანელობამ მის შესანარჩუნებლად მაქსიმუმი გააკეთა“, – ამბობს ვახტანგ თურმაიძე.
საჩხერის „ჩიხურას“ მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს პირველ არხთან გუნდიდან წასული მოთამაშეები დაასახელა: „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გუნდი მეგრელიშვილმა და ფანცულაიამ დატოვეს. მანამდე კი წავიდნენ მარკოზაშვილი, სარდალიშვილი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი და ჩიხლაძე. არდაზიშილს ჩვენთან იჯარა დაუსრულდა და მიუხედავად იმისა, რომ დარჩენა შევთავაზეთ, უარი გვითხრა – ის უცხოეთში წასვლას აპირებს“.