საჩემპიონო მატჩის გმირი როინ კვასხვაძე - ეს ყველა ქუთაისელის წარმატება და სიხარულია, ჩვენ ჩემპიონები ვართ!
საჩემპიონო მატჩის გმირი როინ კვასხვაძე - ეს ყველა ქუთაისელის წარმატება და სიხარულია, ჩვენ ჩემპიონები ვართ!

„დინამო არენაზე“ გამართული საფეხბურთო სეზონის გადამწყვეტი შეხვედრის გმირი ქუთაისელთა კაპიტანი როინ კვასხვაძე გახდა.

„ტორპედოსა“ და საქართველოს ნაკრების 29 წლის კიპერმა გუნდი თბილისის „დინამოსთან“ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ორჯერ გადაარჩინა: ჯერ აკაკი შულაიას არ გაატანინა, ბოლო წამზე კი თბილისელთა კაპიტნის, ოთარ კიტეიშვილის შესრულებული პენალტი მოიგერია და ქუთაისის „ტორპედოს“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

„როგორც არ უნდა განვითარდეს ჩემი კარიერა, ეს დღე, ეს თამაში და ეს მოვლენები არასოდეს დამავიწყდება. უბედნიერესი კაცი ვარ, ბოლო წუთზე პენალტი რომ ავიღე და ჩემი „ტორპედოს“ წარმატებაში დიდი წვლილი შევიტანე. ეს მთელი ქუთაისის წარმატება და სიხარულია და ამიტომ ყველას ვულოცავ – ჩვენ ჩემპიონები ვართ!“, – ამბობს კვასხვაძე პირველ არხთან.

„ტორპედომ“ „დინამო არენაზე“ გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ 1:0 დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მეოთხედ დაეუფლა.