„საბურთალოსა“ და „სტიაუას“ მატჩს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კაი ერიკ სტეენი იქნება, ხაზის მსაჯები – ტომ ჰარალდ გრინვიკი და ოსტინ უტერლანდი, ხოლო მეოთხე მსაჯად მოჰამად უსმან ასლამი იმუშავებს.
კაი ერიკ სტინი 37 წლისაა. მთავარ არბიტრად ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ თამაშზე პირველად 2009 წელს, პირველი დივიზიონში დანიშნა, ხოლო ელიტ სერიის მატჩებს 2015 წლიდან ემსახურება. მსაჯობს ქვეყნის ფუტსალის ელიტარული ლიგის მატჩებსაც, ხოლო 2017 წლიდან ფიფა-ს არბიტრია.
მისი ევროპული დებიუტი შედგა 2017 წლის 6 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩზე „სანტ ხულიასა“ და „სკენდერბეუს“ შორის. თავისი პირველი საერთაშორისო სანაკრებო მატჩი კი 2018 წლის 9 ივნისს ჩაატარა, როდესაც დანიამ მექსიკა 2:0 დაამარცხა. ბოლო 10 მატჩში 37-ჯერ აჩვენა ყვითელი ბარათი (საშუალოდ, 3,7 ყვითელი მატჩში), ხოლო 2-ჯერ – წითელი.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც მიმდინარე ევროსეზონში პირველი ეტაპის მეტოქე დაამარცხა. თბილისელები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ „სტიაუას“ 21 ივლისს საქართველოში შეხვდებიან, ხოლო ხოლო განმეორებით მატჩს 28 ივლისს ბუქარესტში ჩაატარებენ.