„საბურთალოს“ „სამტრედიასთან“ ნოზაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„საბურთალოს“ „სამტრედიასთან“ ნოზაძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT

„საბურთალოს“ ხვალ „სამტრედიის“ წინააღმდეგ ლაშა ნოზაძე უხელმძღვანელებს, რომელიც წლებია, თბილისურ კლუბში წარმატებით მუშაობს. 

ლევან კორღალიძემ გუნდი წინა ტურში ქობულეთის „შუქურასთან“ მატჩის შემდეგ დატოვა. მას შემდეგ, გუნდს სწორედ ნოზაძე ავარჯიშებს.

„სამტრედიასა“ და „საბურთალოს“ მატჩი ხვალ, ხუთშაბათს, „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ 16:00 საათზე დაიწყება. ამ მატჩში თბილისელებს ვერ დაეხმარება ნიკოლოზ მალი, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

მე-9 ტურის განრიგი:

15 აპრილი

სამტრედია-საბურთალო

16 აპრილი

ლოკომოტივი-დინამო (თბ)

17 აპრილი

შუქურა-თელავი

სამგურალი-ტორპედო

დილა-დინამო (ბთ)