„საბურთალოს“ პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი - მთავარია, სწორი დიაგნოზი დავსვათ, გავიგოთ, სად არის ქართული ფეხბურთი და როგორ ვუშველოთ
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე ილაპარაკა.
„ამბობენ, რომ ფეხბურთში სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს ფული სულ იხარჯებოდა. მთავარია, სწორი დიაგნოზი დავსვათ და გავიგოთ, განვითარების რა ეტაპზეა ქართული ფეხბურთი და როგორ ვუშველოთ. თუ ეს არ გავაკეთეთ, ძალიან გაგვიჭრდება. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ფეხბურთის განვითარების პროგრამა მთავრდება და გადაწყვეტილებაა მისაღები, გასარკვევია, რა მოხდება უახლოეს პერიოდში ქართულ საკლუბო ფეხბურთში – საქმე ეხება არაა მხოლოდ კლუბებს, ლაპარაკია საფეხბურთო აკადემიებსა და კიდევ ბევრ პროექტზე“, – განაცხადა „საბურთალოს“ პრეზიდენტმა.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა საინტერესო ამბავი გაამხილა:
„ვიცი, უახლოეს პერიოდში წარმომადგენლობითი ჯგუფი შეიკრიბება, რომელიც ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმაზე იმუშავებს. აუცილებელია, რომ ამ ორგანოს მუშაობა საჯარო გახდეს. როდესაც პროექტი შეჯერებულია და ყველა მხარე მონაწილეობს, პასუხისმგებლობაც გადანაწილებულია და ერთი და ორი კაცის ნააზრევი არ იქნება. ვფიქრობ, ასე პროგრამა უფრო წარმატებული იქნება“.