„საბურთალოს“ ნახევარმცველს სომხეთის ვიზა არ მიუღია
„საბურთალოს“ ნახევარმცველს სომხეთის ვიზა არ მიუღია
„საბურთალო“ 5 აგვისტოს, გამთენიისას, ერევანში გაემგზავრა და ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ არმენიას“ დაუპირისპირდება. 6 აგვისტოს გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გუნდთან ერთად არ იმყოფება ვაგნერ გონსალვესი, რომელიც ტრავმას იშუშებს. რაც შეეხება ელვინ ტერას, რომელსაც სავიზო პრობლემები აქვს, სომხეთიდან მოწვევა ჯერჯერობით არ მიუღია.
„საბურთალო“ ერევანში შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:
მეკარეები – ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.
მცველები – ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.
ნახევარმცველები – ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია.
თავდამსხმელები – გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი.