„საბურთალოს“ მცველი ესპანეთშია - ჯინჯოლავა „ბენიდორმში“ ჩაირიცხა
„საბურთალოს“ მცველი ესპანეთშია - ჯინჯოლავა „ბენიდორმში“ ჩაირიცხა

„საბურთალოს“ ოფიციალური გვერდის ცნობით, გიორგი ჯინჯოლავა წლის ბოლომდე იჯარით ესპანურ კლუბ „ბენიდორმში“ ითამაშებს.

გიორგი ჯინჯოლავა „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია. 19 წლის მცველი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი იყო, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების წევრია. გიორგიმ გუნდის ფორმით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგასა და ევროთასებზე ითამაშა. ჯინჯოლავა ზაგრებში „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

„სიახლე „ბენიდორმისგან“ – გუნდი დაცვას აძლიერებს თავის . „ბენიდორმში“ იჯარით გიორგი ჯინჯოლავა დაიმატეს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ითამაშა – საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოს“ ფეხბურთელი საქართველოს 21-წლამდე ასაკის ნაკრების წევრია. ეს ახალგაზრდა ცენტრალური მცველისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი გამოცდილება იქნება. გუნდის მთავარ მწვრთნელს კი შესაძლებლობა ექნება, ქართველი უკვე ამ უქმეებზე ათამაშოს“, – წერს ესპანური გამოცემა „გოლსმედია“.