საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი პოლონეთის პირველი ლიგის მესამე ადგილოსან “რაკუვთან” გამართა.
პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში პოლონელებმა გაიტანეს, 72-ე წუთზე კი შეტევაში ჩართულმა ნიკოლოზ მალიმ ანგარიში გეგა დიასამიძის გადაცემით გაათანაბრა.
საბურთალოელებს კიდევ რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდათ. მაგრამ გიორგი ხარაიშვილის დარტყმულს მცველი გადაეღობა, ბოლო წუთებზე კი გურამ გოშთელიანის თავურის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმაშეხვედრა 1:1 დასრულდა.
”საბურთალო”: ურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი, ვაგნერი, ტატანაშვილი.
მეორე ტაიმი: კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, გოშთელიანი.