საბურთალოს დირექტორი - „არარატთან მატჩამდე დიდ ზეწოლას განვიცდიდით“
საბურთალოს დირექტორი - „არარატთან მატჩამდე დიდ ზეწოლას განვიცდიდით“
„ერევანში „არარატ-არმენიასთან“ მოგებით პლეი ოფში ჩვენი გასვლის შანსი გაიზარდა, რადგან განმეორებითი შეხვედრა თბილისში გვექნება. მაგრამ ჯერ საერთო გამარჯვებაზე ლაპარაკი ანადრევია. 14 აგვისტოს თბილისში ვითამაშებთ და ყველაფერი იქ გადაწყდება“ – ამბობს „საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია.
 
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის დირექტორის თქმით, რომ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიოკაციო ეტაპზე კავკასიური დერბის წინ “საბურთალო” გულშემატკივრების დიდ ზეწოლას განიცდიდა.
„ქართულ-სომხური შეხვედრებს გამორჩეული ხიბლი და ემოცია ახლავს. ამის გამო ჩვენ ქართველი გულშემატკივრის მხრიდან წნეხის ქვეშ ვიყავით – ყველა გამარჯვებას ითხოვდა. მატჩის მიმართ იმხელა ინტერესი იყო, „საბურთალო“ ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობდა – ერევანში გამგზავრებამდე ფეხბურთში ჩაუხედავი ადამიანებიც მოგებას გვთხოვდნენ. მაგრამ ვიმეორებ, ეიფორია არაფერს გვარგებს, თბილისში „არარატ-არმენიასთან“ გადამწყვეტი დაპირისპირება გველის და იმედია, მასაც ღირსეულად ვითამაშებთ“ – აცხადებს კაშია.