„საბურთალოს“ და ზაგრების „დინამოს“ პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დასრულდა
„საბურთალომ“ ზაგრებში „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრის პირველი ტაიმი ანგარიშით 0:0 დაასრულა.
საკადრო პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონმა ხორვატიაში თამაში აგრესიულად დაიწყო და ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ ოგნიენ როლოვიჩმა და გიორგი გაბედავამ მომენტებით ვერ ისარგებლეს.
„უეფამ“ (UEFA) ზაგრების „დინამო“ ევროთასებზე მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა და ხორვატები „საბურთალოს“ „მაქსიმირზე“ ცარიელი ტრიბუნების წინაშე მასპინძლობენ.
ზაგრების „დინამოსა“ და „საბურთალოს“ მატჩის პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.