„საბურთალოს“ და „ტორპედოს“ შანსები - ეროვნული ლიგის ვირტუალურ გათამაშებაში გადამწყვეტი ნახევარფინალები გაიმართება
„საბურთალოს“ და „ტორპედოს“ შანსები - ეროვნული ლიგის ვირტუალურ გათამაშებაში გადამწყვეტი ნახევარფინალები გაიმართება

ეროვნული ლიგის ვირტუალური გათამაშება ფინალურ სტადიაში შევიდა. საქართველოს ფეხბურთის და კიბერ ფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებული ტურნირზე ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა.

სანდრო ალთუნაშვილი (საბურთალო) ზურაბ ღირდალაძეს (სამტრედია) შეხვდა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. ამრიგად, ფინალში გამსვლელის ვინაობა ჯერ არ გარკვეულა და დაძაბული განმეორებითი მატჩია მოსალოდნელი.

მეორე ნახევარფინალში გიორგი ფანცულაია (ტორპედო) ირაკლი რუხაძეს (თელავი) დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. თუ სასწაული არ მოხდა, ფანცულაიას ფინალში გასვლის დიდ შანსი აქვს.

განმეორებითი მატჩები დრეს, 4 მაისს 21:00 საათზე გაიმართება.