„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი - მალისა და კოხრეიძის ტრანსფერები კვლავაც აქტუალურია
„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი - მალისა და კოხრეიძის ტრანსფერები კვლავაც აქტუალურია
„საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ნიკოლოზ მალისა და გიორგი კოხრეიძეს ტრანსფერებთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
„ეს საკითხები კვლავაც აქტუალურია. გვინდა, ფეხბურთელებმა ისეთ კლუბებში გააგრძელონ კარიერა, რომელიც მათ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენთვის მთავარია, არა მათი გაშვება, არამედ ისეთ კლუბებში ტრანსფერი, სადაც წინსვლას გააგრძელებენ. ასე იყო მაგალითად, გიორგი ხარაიშვილის შემთხვევაში” – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კახა კაშია.
„საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ერთი მოთამაშე იჯარით გაასხვისეს, შესაძლოა, სხვებიც მათთსავით სხვაგან გაუშვან: „ბოლო სიახლე ისაა, რომ გაი ჩაბრაძე იჯარით „თელავში“ ითამაშებს. გუნდში რამდენიმე მარცხენა მცველია. მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია, რომელი დატოვოს და რომელი გაუშვას. არაა გამორიცხული, რომელიმე მათგანი ევროპაში ან სხვა ქართულ კლუბში გადავიდეს”.