„საბურთალოს“ 17 წლის დებიუტანტმა მოაგებინა - წულუკიძემ პირველივე მატჩში გოლი და საგოლე ჩაიწერა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 35-ე ტურის შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართა, სადაც „შუქურამ“ თბილისის „საბურთალოს“ უმასპინძლა და დამარცხდა.
71-ე წუთზე ანგარიში ქობულეთელებმა გახსნეს. მეტოქის კარი მიშიკო სარდალიშვილმა აიღო 1:0. მაგრამ „საბურთალომ“ მოიგო და ქართული ფეხბურთის ახალი იმედები გამოაჩინა – შეხვედრის ბედი 17 წლის დებიუტანტმა, ლუკა წულუკიძემ და 18 წლის ოთო მამაგეიშვილმა გადაწყვიტეს.
ორივე მათგანი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრია, რომელმაც ნორვეგიაში შესარჩევი ეტაპი უძლიერეს ჯგუფში მოიგო. „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ნიჭიერ ახალგაზრდებს თავის გამოჩენის შანსი მისცა და მათ ეს ნდობა გაუმართლეს.
83-ე წუთზე ოთო მამაგეიშვილმა წულუკიძის პასით გაიტანა, ხოლო სამ წუთში მისი პასით თავი წულუკიძემ გამოიჩინა და „საბურთალოს“ 3 ქულა მოუტანა 2:1.
35 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ (54) „ლოკომოტივს“ გადაასწრო (53) და მეოთხე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „შუქურა“ (27) – მე-9 პოზიციაზე დარჩა.