„საბურთალომ“ 2024 წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა „ვიტ ჯორჯიასთან“ გამართა და 5:0 გაიმარჯვა.
„ბენდელას“ სტადიონზე ჩატარებულ მატჩში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ გახსნა, გიორგი ომარაშვილმა დუბლი შეასრულა, შემდეგ კი თავი გივი ხაჩიძემ და 18 წლის გიორგი ჩაჩუამ გამოიჩინეს.
„საბურთალო“ (პირველი ტაიმი): კურტანიძე, კომახიძე, ჯგერენაია, ჩადუნელი, კაპანაძე, ქარდავა, შ. ნონიკაშვილი, კოხრეიძე, მამაცაშვილი, სილა, გ.მამაგეიშვილი.
მეორე ტაიმი: კურტანიძე, ჭანტურია, ნარიმანიძე, კაკულია, გოგსაძე, გაფრინდაშვილი, დადიანი, ომარაშვილი, ხაჩიძე, სიხარულიძე, ჩაჩუა.
31 იანვარს გუნდი თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ცნობილი გახდა, რომ ახალი სეზონიდან „საბურთალოს“ საშინაო არენა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონი იქნება.
ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონის პირველი ტურის შეხვედრას თბილისელები „პეტრო არენაზე“ „თელავის“ წინააღმდეგ 2 მარტს გამართავენ.