თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „საბურთალომ“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა – თბილისურმა გუნდმა რუსული „ტომის“ წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ამ დღეს „ტომმა“ ორი მატჩი ჩაატარა. სიდეში გამართულ შეხვედრაში ლევან კორღალიძის გუნდს ერთი შემადგენლობით შეხვდა, ხოლო მეორე თერთმეტეულით გროზნოს „ახმატს“ დაუპირისპირდა, სადაც საჩხერეს „ჩიხურადან” გადასულმა თენგო წიქარიძემ ითამაშა.
„საბურთალომ“ რუსეთის მეორე ლიგის კლუბი ერთადერთი გოლით დაამარცხა. მეტოქის კარი მე-40 წუთზე თბილისური გუნდის განელმა ლეგიონერმა, 21 წლის თავდამსხმელმა რაფიქ ამინუმ აიღო.
„საბურთალო“: გოშაძე – ჩაჩუა, ცნობილაძე, მუდრაკი, შ. ნონიკაშვილი – ო. მამაგრეიშვილი, ძებნიაური – ერისთავი, ფარულავა, ლ. ნონიკაშილი – ამინუ
სათადარიგოები: მეგრელიშვილი, ლაცაბიძე, მალი, ი. ტაბატაძე, თ. ტაბატაძე, გულიაშვილი, ტერა.