ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მორიგი მატჩი გორში გაიმართა, სადაც „საბურთალომ“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
„მიხეილ მესხის“ სტადიონის რეკონსტრუქციის გამო, „ საბურთალომ“ რამდენიმე მატჩი რუსთავში გამართა, მაგრამ ერვოტურნირებზე ალბანურ „პარტიზანს“ „თენგიზ ბურჯანაძე – არენაზე“ მიიღებს და გუნდმა ელიგის მატჩების გამართვაც გორში გადაწყვიტა.
თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ. მეორე ნახევარში „საბურთალოს“ მოთამაშეებმა გიორგი ჯგერენაიამ და იური ტაბატაძემ ორჯერ ბურთი ძელს მოარტყეს. თუმცა თბილისელებმა მიზანს მაინც მიაღწიეს – იური ტაბატაძის გადაცემის შემდეგ, 68-ე წუთზე „თელავის“ კარი ხორვატმა ლეგიონერმა ბენედიკ მიოჩიმ აიღო – 1:0.
ანგარიში აღარ შეცვლილა, „საბურთალომ“ 1:0 მოიგო და 18 ტურის შემდეგ 26 ქულა დააგროვა. მართალია, გუნდი ისევ მე-5 ადგილზე დარჩა, მაგრამ „თელავთან“ (21) და ქუთაისის „ტორპედოსთან“ (21) უპირატესობა გაზარდა.