„საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა - გერმანელმა დებიუტანტმა თბილისელები მესამე ადგილზე დააწინაურა #1TVSPORT
„საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა - გერმანელმა დებიუტანტმა თბილისელები მესამე ადგილზე დააწინაურა #1TVSPORT

24-ე ტურის მორიგი შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხი არენაზე“ გაიმართა – „საბურთალომ“ „თელავს“ უმასპინძლა და ამ საინტერესო მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

მთავარი მოვლენები შეხვედრის ბოლო წუთებზე მოხდა. „თელავში“ ახალწვეულმა თემურ ჩოგაძე 76-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში მშვენივრად ითამაშა, მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა 0:1.

საბურთალომ“ წონასწორობა მალევე აღადგინა. გოლის შემდეგ თამაში მოედნის ცენტრიდან განახლდა თუ არა, სტუმრებმა შეცდომა დაუშვეს – მცველი ბურთს მეკარეს აწვდიდა, გადაცემა გიორგი გოჩოლეიშვილმა ჩაჭრა და მახვილი კუთხიდან გაიტანა 1:1.

საბურთალომ“ ბოლომდე იბრძოლა და უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია. სიმონ სეფერინგსმა სადებიუტო შეხვედრაში გუნდს 3 ქულა მოუტანა. თამაშის 90+3-ე წუთი მიდიოდა, როდესაც თბილისელთა გერმანელმა ახალწვეულმა ნიკა მალის ფლანგური გადაცემა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა და „საბურთალომ“ 2:1 მოიგო.

საბურთალომ“ 39 ქულა დააგროვა, ორ კონკურენტს, გორის „დილას“ (38) და თბილისის „ლოკომოტივს“ (36) გადაასწრო და მესამე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „თელავი“ (25) მე-7 ადგილზე დარჩა, მაგრამ შესაძლოა, მოგების შემთხვევაში ქულებით ქუთაისის „ტორპედო“ (22) დაეწიოს.

 

ფოტო: FC Saburtalo