„საბურთალო“ ახალი სეზონისთვის განახლებული შემადგენლობით თბილისში ემზადება. ლევან კორღალიძის გუნდი ბევრმა ლიდერმა დატოვა და ბევრი ახალწვეულია. აქედან გამომდინარე, გუნდის შესათამაშებლად საკონტროლო მატჩების გამართვას დიდი მნიშვნელობა აქვს.
„საბურთალომ“ მზადების თბილისური ეტაპის საკონტროლო მატჩები დაგეგმა. გუნდი დიდ დიღომში მდებარე ახალ სპორტულ კომპლექსში ვარჯიშობს, სადაც წლის პირველ ამხანაგურ მატჩს „შევარდენი 1906“-ის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 19 იანვარს, 14:00 საათზე დაიწყება.
გუნდმა უცხოურ შეკრებამდე საქართველოში კიდევ სამი ამხანაგური მატჩი დაგეგმა. თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩი 24 იანვრისთვისაა ჩანიშნული, 29 რიცხვში – საგარეჯოს „გარეჯი 1960“-თან, ხოლო 3 თებერვალს „საბურთალო“ „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.