საბურთალომ შეკრება მოგებით დაიწყო

21:38, 24.01.2019

საბურთალომ თურქული შეკრება საკმაოდ კარგ მეტოქესთან მოგებით დაიწყო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა რუმინული ვიტორული დაამარცხა

მატჩი სიდეში უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაუღებელი წვიმის გამო შეხვედრა ბელექში გადაიტანეს. ანგარიში რუმინელებმა მე-10 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნეს, მაგრამ შესვენებამდე საბურთალომ წონასწორობა აღადგინა: 44-ე წუთზე ეს ფლანგური გარღვევის შემდეგ გეგა დიასამიძემ მოახერხა – 1:1. 81-ე წუთზე საბურთალოს გამარჯვება გია ჩაბრაძემ მოუტანა – 2:1.

თურქეთში საბურთალოელები შემდეგ საკონტროლო შეხვედრას სერბეთის ნაპრედაკთან გამართავენ.

მსგავსი