„საბურთალომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო. ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით, გუნდი დიდ დიღომში მდებარე ახალ ოლიმპიურ კომპლექსში ვარჯიშობს, დღეს კი მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და გაიმარჯვა.
„საბურთალოს“ მეტოქე ეროვნული ლიგა2-ის წარმომადგენელი თბილისის „შევარდენი“ იყო. შეხვედრა „საბურთალოს“ უპირატესობით წარიმართა და შესაბამისი ანგარიშით დასრულდა – 3:0. გოლები იური ტაბატაძემ, ლევან ნონიკაშვილმა და „შევარდენიდან“ დამატებულმა 21 წლის განელმა თავადმსხმელმა, რაფიქ ამინუმ გაიტანეს.
პირველი ტაიმი: მეგრელიშვილი, ი. ტაბატაძე, მუდრაკი, ჯგერენაია, ლაცაბიძე, გოჩოლეიშვილი, შ. ნონიკაშვილი, ერისთავი, მანდრიჩენკო, ტერა, თ. ტაბატაძე.
მეორე ტაიმი: მეგრელიშვილი, ჩაჩუა, მუდრაკი (ო. მამაგეიშვილი), ჯინჯოლავა, ოგაგა, ცნობილაძე, მანდრიჩენკო (ფარულავა), ლ. ნონიკაშვილი, ძებნიაური, ამინუ, გულიაშვილი.