„საბურთალომ“ საკონტროლო მატჩი მოიგო
„საბურთალომ“ საკონტროლო მატჩი მოიგო

„საბურთალო“ ეროვნული ლიგისთვის მზადებას აგრძელებს. ლევან კორღალიძის გაწვრთნილებმა მეორე ამხანაგური მატჩი ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურებული საგარეჯოს „გარეჯის“ წინააღმდეგ გამართეს.

დიღმის ოლიმპიური კომპლექსის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „საბურთალო“ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. მეტოქის კარი გიორგი გოჩოლეიშვილმა, გიორგი ერისთავმა და ნიკა მალიმ აიღეს.

„საბურთალო“ (პირველი ტაიმი): მეგრელიშვილი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, მუდრაკი, ლაცაბიძე, ცნობილაძე, ნონიკაშვილი, ერისთავი, გულიაშვილი, გოჩოლეიშვილი, ამინუ.

(მეორე ტაიმი): მეგრელიშვილი, მალი, ცნობილაძე, ჯგერენაია, ლაცაბიძე, ფარულავა, მამაგეიშვილი, ნონიკაშვილი, ერისთავი, ამინუ, გულიაშვილი.

ცვლილებაზე შევიდნენ: ტაბატაძე, ოდუკო, გაბუნია.