„საბურთალომ“ ქუთაისში მოიგო - „ტორპდოს“ 10 მოთამაშე დააკლდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ ქუთაისში ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გასვლითი შეხვედრა „ტორპედოსთან“ ეფექტური გოლით მოიგო, მაგრამ სატურნირო ცხრილში დაწინაურება ვერ მოახერხა.
„ტორპედომ“ „საბურთალოს” ურთულეს ვითარებაში უმასპინძლა – „დინამო თბილისთან“ ჩაშლილი მატჩისთვის დასჯილმა ქუთაისელებმა თბილისური კლუბი უმაყურებლოდ მიიღეს და პლუს, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო 10 ფეხბურთელი დააკლდათ.
შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. „საბურთალო“ მასპინძლებს პრობლემებს მთელი თამაშის განმავლობაში უქმნიდა და 86-ე წუთზე ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა. მასპინძელთა კარი შეცვლაზე შესულმა ლაშა შინდაგორიძემ აიღო და გუნდს 3 ქულა მოუტანა 1:0.
12 ტურის შემდეგ „საბურთალოს“ 21 ქულა აქვს და გორის „დილასთან“ (22) ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ (11) მე-8 ადგილზე დარჩა და „გაგრასთან“ (14) დაწევის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.