დედაქალაქური „საბურთალო“, რომელმაც თურქული შეკრება დაასრულა, თბილისში დაბრუნდა და მომავალი სეზონისთვის მზადებას ადგილზე განაგრძობს.
„საბურთალოს“ თურქულ შეკრებაზე საკონტროლო შეხვედრა არ ჩაუტარებია. საქართველოს თასის მფლობელმა სპარინგი თბილისში დაგეგმა – გია ცეცაძის გაწვრთნილები ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ დუშეთის „არაგვს“ შეხვდებიან. საკონტროლო შეხვედრა 30 იანვარს, დიდი დიღმის, ოლიმპიურ კომპლექსში, 15:00 საათზე დაიწყება.
„საბურთალომ“ მეორე შეკრება ესპანეთში დაგეგმა, სადაც გუნდი 1-14 თებერვალს მოემზადება.