„საბურთალომ“ ზამთრის სატრანსფერო სეზონი აქტიურად დაიწყო. გუნდმა კონტრაქტი კიდევ ერთ მოთამაშესთან გააფორმა – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს.
ეს მოთამაშე გიორგი ჯგერენაიაა. 26 წლის ცენტრალური მცველი „გაგრას“ აღზრდილია. 2013 წელს უკრაინულ „ილიჩივეცში“ გადავიდა, შემდგომ ითამაშა „მიკოლაივში“, 2016 წელს კიევის „დინამოში“ გადავიდა, მაგრამ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და იჯარით რამდენიმე გუნდში ითამაშა – მაგრამ საქართველოში დაბრუნდა მერე იყო „გაგრაში“, „ნორჩი დინამოში“. გიორგი ბოლოს „სამტრედიაში“ გახლდათ, რომლის ღირსებასაც 2018 წლიდან იცავს. ჯგერენაია იყო საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.
„საბურთალომ“ ზამთრის სატრანსფერო სეზონის დაწყების შემდეგ კიდევ ორი მოთამაშე დაიმატა – გორის „დილას“ 25 წლის ფლანგის მცველი გიორგი ლაცაბიძე და ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი, „რუსთავის“ თავდამსხმელი თომა ტაბატაძე.