„საბურთალომ“ ლუქსემბურგიდან მეკარე დაიბრუნა
„საბურთალომ“ ლუქსემბურგიდან მეკარე დაიბრუნა
ლაზარე კუპატაძე „საბურთალოს“ დაუბრუნდა. 23 წლის მეკარემ თბილისურ კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
 
„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილმა მეკარემ გუნდი დეკემბერში დატოვა და ჯერ ფრანგულ „მეცში“ ჰქონდა ჩარიცხვის იმედი, საიდანაც ლუქსემბურგში წავიდა და „ჟენეს ეშში“ ჩაირიცხა. მაგრამ კლუბში ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ გუნდი დატოვა.
ლაზარე კუპატაძემ „საბურთალოს“ შემადგენლობაში 92 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა, 2018 წელს კი „საბურთალოში“ საქართველოს ჩემპიონი გახდა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მალე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტირასპოლის „შერიფს“ შეხვდება. არაა გამორიცხული, მანამდე გუნდმა საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ლევან ყენია დაიმატოს.