„საბურთალომ“ „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი დაიმატა - გუნდი კაპიტანმა დატოვა
„საბურთალომ“ „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი დაიმატა - გუნდი კაპიტანმა დატოვა

„საბურთალო“ ახალი სეზონისთვის მზადებას 10 იანვრიდან თბილისში დაიწყებს – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

გუნდმა უკვე დაგეგმა 4 ამხანაგური მატჩი. 19 იანვარს „საბურთალოელები“ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „შევარდენი 1906“-ს შეხვდებიან, 24 იანვარს – „ლოკომოტივს“, 29 იანვარს – საგარეჯოს „გარეჯს“, 3 თებერვალს კი „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.

ცნობილი გახდა, რომ „საბურთალომ“ თორნიკე ძებნიაური დაიმატა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „ლოკომოტივის“ 21 წლის ნახევარმცველი გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

კლუბმა ასევე ოფიციალურად დაადასტურა, რომ 23 წლის მეკარე ოთო გოშაძე, რომელმაც გასული სეზონი იჯარით „თელავში“ გაატარა, „საბურთალოში“ დაბრუნდა.

არაოფიციალურად კი ცნობილი გახდა, რომ „საბურთალო“ გუნდის აღზრდილმა, კაპიტანმა გაგი მარგველაშვილმა დატოვა. 24 წლის ცენტრალური მცველი კარიერას სავარაუდოდ უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გააგრძელებს.